Monday, December 10, 2012

სასწავლო პროექტი


შიდსი  და  მისი  პრევენცია.
1 დეკემბერი შიდსთან ბროძოლის საერთაშორისო დღეა



პროექტის მთავარი იდეა: აივ და შიდსი ყველაზე აგრესიული ვერაგი ინფექციაა. ამ დავადების საფრთხე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემუქროს. ამიტომაც საჭიროა  მოსწავლეებმა  გაიაზრონ შიდსის საფრთხის რეალობა. შევაჩეროთ შიდსი. შევებრძოლოდ და არ დავუშვათ ეპიდემიის გავრცელება საქართველოში.



პროექტის აქტუალობა: პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება მიზნის დასახვის, ინფორმაციის მოძიებაში, დამუშავების, სამუშაოს დროში განაწილების, თანამშრომლობის კომუნიკაბელურობის, შეფასების უნარ-ჩვევის დაუფლებაში.

პროექტის მიზნები: ისწავლონ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რომელიც აუცილებელი გარანტია ჯამრთელობის შენარჩუნებისათვის.

მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი.

ვადები /ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოამზადებენ სოციოლოგიური გამოკითხვისათვის კითხვებს, დაამზადებენ ბუკლეტებს, მოაწყობენ სკოლის ფართო აუდიტორიისათვის პრეზენტაციას.

პროექტისთვის საჭირო რესურსები - სკოლის მოსწავლეები, სოფლის მოსახლეობა, კომპიუტერი, პროექტორი, ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა:

1-აქტივობა - შევარჩევ  საპროექტო ჯგუფებს. გავაცნობ ჩემს  მიერ მომზადებულ სამუშაო  გეგმას.  ჯგუფებებსგადავუნაწილებ  დავალებებს.

1- ჯგუფი -  მოიძიებს ინფორმაციას         შიდსის  წარმოშობის  და  გავრცელების  შესახებ მსოფლიოში და  საქართველოში.

2-ჯგუფი- მოიძიებს  შიდსის  გავრცელების   რა ხელშემწყობი  ფაქტორები  მოქმედებს  საქართველოში.

3 ჯგუფი-მოიძიებს  ინფორმაციას თუ  როგორ  ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა და  როგორ დავიცვათ  თავი შიდსისაგან.

4-ჯგუფი-  დაამუშავებს კანონპროექტს   შიდსი  და  კანონი.

2-აქტივობა-  მოამზადებენ კიტხვარებს სოციოლოგიური გამოკითხვისათვის.

3-აქტივობა  შეადგენენ  ბუკლეტებს, მოაწყობენ სასკოლო გაზეთის გამოშვებას.

4-აქტივობა- პრეზენტაციის მომზადე ბა. გამოკით ხვის შედეგების დამუშავება დახარისხება.

5-აქტივობა-კონსულტაცია ექიმისაგან. მამაოს  ქადაგების  მოსმენა-  შეგონება.

6-აქტივობა- პროექტში  მონაწილეთა   შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი.

ბიოლოგია  XI. მოსწავლეს  შეუძლია  იმსჯელოს  ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების  სასარგებლო  და საზიანო   თვისებების  მნიშვნელობაზე.
შედეგი  თვალსაცინოა, თუ  მოსწავლე, თუ  მოსწავლე                              
  •  მოიპოვებს  ინფორმაციას  ადამიანის  აივ დაინფიცირებულ  პირებში  ს ხვადასხვა  დაავადების მიმდინარეობის  შესახებ.
  • მსჯელობს გარკვეული დაავადებისაგან ორგანიზმის  თავდაცვის  უნარზე.
  • ადგენს  კითხვარს და  ატარებს    სოციალურ  კვლევას  შიდსის  და  მისი  გავრცელების  შესახებ.

პროექტის  ხელმძღვანელი: მარინე  ჩხარტიშვილი.

ელ. ფოსტა: marinechkhartishvili@gmail.com